ახალი საგრანტო კომპონენტები, სესხის გაზრდილი თანადაფინანსება – რა ცვლილებები შედის “აწარმოე საქართველოშის” პროგრამებში?

ახალი საგრანტო კომპონენტები, სესხის გაზრდილი თანადაფინანსება – რა ცვლილებები შედის “აწარმოე საქართველოშის” პროგრამებში?

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

მათი ცნობით, უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში ცვლილებები შეეხო სესხისა და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას და იგი 2 პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილებები 1- ლი სექტემბრიდან შევა ძალაში.

თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი საგრანტო კომპონენტებით: მაღალმთიანი, აგროტურისტული, მწვანე, გაციფრულების, კვლევა და განვითარების (R&D) მიმართულებებით. ამასთან, ქალი მეწარმეებისთვის ჩამოთვლილ ყველა კომპონენტში იზრდება გრანტის ოდენობა.

ცვლილებები განხორციელდა მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაშიც, რომელსაც ემატება ახალი ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორის: კვების პროდუქტების წარმოება, სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების რამდენიმე კატეგორია და სხვა ერთწლიანი კულტურების მოყვანა.

მსგავსი სიახლეები

დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით იზღუდება

დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით…

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა და ₾54 მილიონის ჯარიმები აქვთ დაკისრებული

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა…

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის შეძენისას

სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის…

ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…